|
2022-07-16 15:35:03, 2446 ნახვა
პოლიტიკა
GITA - ს მხარდაჭერით, თბილისი ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისი, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობენ ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით. ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგსა და სპეციალურ “ფიჩინგ ვორქშოფს” (Pitching workshop) სტარტაპებისთვის. ღონისძიებებისას განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებსა და მათ როლს ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში. “ფიჩინგ ვორქშოფი” კი წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საკუთარი საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორების წინაშე. სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორქშოფი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე გამოცდილი ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზ ინვესტორები დეტალურად განიხილავენ კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზებს. ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებულ სტარტაპერს, ამ ბმულზე რეგისტრაციის შემდეგ:
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)