|
2022-07-13 12:44:43, 1054 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - ოლიგარქი გავლენას ახდენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს
ოლიგარქი გავლენას ახდენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს- ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციური ტელეარხის დირექტორს,- აცხადებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. მისივე თქმით, საქართველოში, რომელიც მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის კუთხით, ახლა ნეგატიური ტენდენციები შეინიშნება. "საქართველო იყო ლიდერი , მაგრამ ახლა ვხედავთ უამრავ ნეგატიურ ტენდენციას, რომელიც აზიანებს ქვეყნის განვითარებას. ვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე მიზეზია და ის უნდა ავსახოთ ანგარიშში. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც. მმართველი პარტია აპრილის შეთანხმების იგნორირებას ახდენს. ერთი ოლიგარქი აგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის ჩიხშია საჭირო სასამართლო რეფორმა. ვნახეთ მასშტაბური თავდასხმები ჟურნალისტებზე ეს არის მოვლენები, რომლებიც უნდა გამოვყოთ, რადგან ვხედავთ ქართველი ხალხის მისწრაფებას და ჩვენ მათ მხარეს უნდა დავდგეთ,"- აცხადებს ლექსმანი.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)