|
2022-07-12 17:19:28, 1034 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - კვირიკაშვილმა თქვა, რომ „ქართუს“ დატოვება ივანიშვილის სახელით ურჩიეს, რატომ არ გადაამოწმა ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით
ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი წერს. "ძალიან მოკლედ მინდა გამოვეხმაურო 2011 - 2012 წლებში „ქართუ ჯგუფიდან“ ადამიანების წასვლის ფაქტს, რაზეც თავის წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მაშინ მეც „ქართუს“ თანამშრომელი ვიყავი და კარგად მახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიმართ ხორციელდებოდა. პირადად მე ქონებაც კი დამიყადაღეს, რაც ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ამ სტრესს რომ ვიღაცამ ვერ გაუძლო, ამისთვის ვერც მე დავადანაშაულებ ვერავის და ეს ადამიანები არც პრემიერს დაუდანაშაულებია. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ის ირაკლი ღარიბაშვილმა წერილში დადებითად მოიხსენია და პროფესიონალად დაახასიათა. „ქართუს“ თანამშრომლებს კარგად ახსოვთ, რომ გიორგიმ ჯგუფი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ დატოვა. მოგვიანებით, მან თქვა, რომ ვიღაცამ „ქართუს“ დატოვება ბიძინა ივანიშვილის სახელით ურჩია. რატომ არ გადაამოწმა გიორგიმ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან, ვერ გეტყვით. თუმცა, ამაში ჩაღრმავების დრო დღეს ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს, რომ გიორგი პოლიტიკურ პროცესებს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე შემოუერთდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას!!!",- წერს მათიკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)