|
2022-07-09 15:03:14, 1396 ნახვა
პოლიტიკა
ბოლქვაძე - ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს პარლამენტში
ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს პარლამენტში. - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ. მისივე თქმით, ეს ძალიან კარგი იდეაა, ვინც გააკრიტიკა კი უთხრა, რომ სადაც მუსიკა და ხელოვნება არის, იქ პოლიტიკა ბევრად უფრო კრეატიულია. "ისევ იმ აზრზე ვარ. რაც უფრო მეტი ვიარე პარლამენტებში, მივხვდი, რომ კარგად დამისვამს ეს საკითხი და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს აქაც [საქართველოს პარლამენტში] და ძალიან ღია და დემოკრატიული პარლამენტის ფარგლებში ძალიან კარგი, სასიამოვნო, დემოკრატიული საღამოები ან დღისით კონცერტები ჩაგვეტარებინოს პარლამენტში. ნამდვილად ვისურვებდი ამას, ეს ძალიან კარგი იდეაა. ვინც გამაკრიტიკა, მას კიდევ ერთხელ ვეტყვი - სადაც მუსიკა და ხელოვნება არის, იქ პოლიტიკა ბევრად უფრო კრეატიულია". - განაცხადა ბოლქვაძემ. შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში ინსტრუმენტს იქამდეც ითხოვდა, რასაც ოპოიციიდან და საზოგადოებიდან არაერთგვაროვანი მოჰყვა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)