|
2022-07-08 21:35:27, 1289 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 5% ბარიერი ლეგიტიმურიც არის, რაციონალურიც, ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად და ქვეყანასაც
5% ბარიერი ლეგიტიმურიც არის, რაციონალურიც, ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად და ქვეყანასაც. - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“. მისივე თქმით, 2%-იანი ბარიერის პირობებში ნაცმოძრაობას შეიძლება ჰქონდეს გათვლა, რომ სატელიტებთან ერთად, 2 წელიწადში შეიძლება დაეწიონ. „რაც შეეხება იმას, უფრო მეტად რაციონალურია თუ არა, ვიდრე 2%-იანი ბარიერი, ამაზე შეიძლება არსებობდეს სუბიექტური მოსაზრებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ თუ გადავხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ვნახავთ, რომ ევროკავშირში არის ორად ორი ქვეყანა, სადაც მოქმედებს 2% ან უფრო დაბალი ბარიერი. ყველაზე მეტი არის 5%, არის რამდენიმე შემთხვევა 4%-იანი და რამდენიმე 3%-იანი ბარიერით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში უფრო რაციონალურად ითვლება შედარებით მაღალი ბარიერი. ხშირად 5%-იანი, იშვიათად 3-იანი და 4-იანი. ანუ, რაციონალურიც არის 5%-იანი ბარიერი. შესაბამისად რჩება ერთი - ოპოზიციას და კონკრეტულად ნაცმოძრაობას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი, სუბიექტური ინტერესი მათემატიკურადაც დათვლადია ძალიან მარტივად და ამაზე ბრიფინგზეც გვქონდა საუბარი. წინა არჩევნები რომ ავიღოთ კიდევ ერთხელ, ჩვენ ავიღეთ 47% , ნაცმოძრაობამ 33% და სხვა პარტიებმა 5% ვერ აიღეს. ანუ, გამოდიოდა, რომ ჩვენ გვქონდა დიდი უპირატესობით გამარჯვება, ავიღებდით დაახლოებით 100 მანდატს, ისინი აიღებდნენ 50 მანდატს და საბოლოო ჯამში სტაბილური უმრავლესობა შეიქმნებოდა ჩვენს მიერ პარლამენტში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დაბალ ბარიერსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)