09:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 10:49:02, 1649 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება

დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით და დასავლეთით განთავსებული ძალების დიდი ნაწილი იზიუმის მიმართულებით გადაისროლა და სლავიანსკზე შეტევას აგრძელებს.

მათივე ცნობით, ეს ძალები ახლა სავარაუდოდ ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქს ასევე ემუქრება ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხე, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი საკვანძო მომენტი იყოს “,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ბრძოლების შემდეგ უკრაინელმა ჯარებმა ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში პოზიციები დატოვეს. გენერალურმა შტაბის თქმით, მათ მატერიალურ-ტექნიკური რესურსები სჭირდებათ.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ბრძოლა ლუგანსკის, ბელოგორივკასა და ნოვოკონსტანტინოვკას მიდამოებში გრძელდება.

ამასთან, დაზვერვის ცნობით, რუსული ჯარები, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, სავარაუდოდ, ძალებს დონეცკის ოლქის კონტროლის ქვეშ აყენებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics