21:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 16:59:58, 1300 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ტყვიის ექსპოზიციის კვლევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტყვიის ექსპოზიციის კვლევის საკითხზე  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლი საქართველოში ღასან ხალილი, ასევე საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე მონაწილეებს ამირან გამყრელიძემ ტყვიის კვლევის, პრევენციისა და მკურნალობისათვის სახელმწიფოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო. ასევე, ნორვეგიელი კონსულტანტების მიერ დისტანციურ რეჟიმში წარმოდგენილი იქნა ტყვიის საზედამხედველო სისტემის მოდელი საქართველოსთვის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარაში 2020 წლიდან ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში კვლევა უტარდება ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსულებს, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს და 8-14 წლის ასაკის მოზარდებს. პროგრამის ფარგლებში წელს სკრინინგი ჩაუტარდება 4500 ქალს და 3800 ბავშვს. მიმდინარე წლის ივლისიდან პროგრამაში ჩართვებიან 7 წლის ასაკიდან ბავშებიც. 

0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიის ესქპოზიციის კვლევა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics