21:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 17:04:09, 1220 ნახვა

რეგიონი
ბათუმს 2500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასკოლო სივრცეები შეემატება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 8,5 მლნ ლარით გაიზარდა.

უწყების ცნობით, გრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერა, საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურის  მშენებლობა-რეაბილიტაცია.

,,ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ბათუმისთვის და აჭარისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო სივრცეები. ვინაიდან, დემოგრაფია განაპირობებს მეტ მოთხოვნებს, ამიტომ ბათუმში ვიწყებთ ახალი სკოლის მშენებლობას თავდადებულის ქუჩაზე, სადაც 1000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცემა საშუალება თანამედროვე პირობებში ისწავლოს. ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ მე-16 სკოლის მშენებლობას. იქაც დაგვემატება 1500-ზე მეტი ადგილი. ასევე, ხულოში, ვაშლოვანში ძალიან მალე დაიწყება 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, სადაც 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ყველა ეს პროექტი, რა თქმა უნდა მოგვცემს საშუალებას, რომ არცერთი ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი აჭარის მცხოვრებლებს აწუხებს არ დაგვრჩეს ყურადღების გარეშე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის  2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება.  გაიზარდა როგორც სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics