|
2022-06-28 14:16:06, 1024 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. არსებული სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გვინდა, სკვერი სრულად განვაახლოთ - ფილები მთლიანად შეიცვლება, ასევე, გამწვანების თარგები შეძლებისდაგვარად გაიზრდება, დაირგვება ხე-მცენარეები, შეიცვლება განათების სისტემა. ეს ძველი, კლასიკური სანათები ძალიან უხდება არსებულ სივრცეს, თუმცა, რეაბილიტაცია და განახლება სჭირდება. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და რადგანაც პუშკინის სკვერი ერთ-ერთი ცენტრალური სივრცეა თავისუფლების მოედანზე, ესეც იქნება ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. ასევე, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება მწვანე ნარგავები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)