|
2022-06-28 11:47:18, 996 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით არტ გალერეა “Old Time” ახალ სივრცეს გახსნის
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით არტ გალერეა “Old Time” განვითარებას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი 278,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, გალერეა მომხმარებელს ახალი სივრციდან მოემსახურება. ბაზალეთის ქუჩაზე არსებული “Old Time”-ის გალერეა ისეთი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს, როგორიცაა: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვანო აბულაძე, ირმა კუსიანი და სხვ. სულ მალე კი, გალერეა მომხმარებლებს მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ახალი სივრციდან, ახალი სახელით „NOBLESSE“ მოემსახურება. 130 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ გალერეაში თანამედროვე მხატვრებისა და ასევე, საკოლექციო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. „ჩვენი საქმიანობის ისტორია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან წყება. თავდაპირველად, მომხმარებელს ანტიკვარების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობდით, თუმცა დროსთან ერთად გალერეა გავაფართოვეთ და თანამედროვე მხატვრებთან ექსკლუზიური თანამშრომლობების საფუძველზე, გალერეაში უამრავ ნამუშევარსაც მოვუყარეთ თავი. გარდა ამისა, გალერეაში ძველი, საკოლექციო ნახატებიცაა წარმოდგენილი. მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ბაზალეთის და ახლა უკვე მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე გალერიიდან მოვემსახუროთ“, - აცხადებს არტ გალერეა “Old Time”-ის ხელმძღვანელი, ნინი ლაბაძე. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ არტ გალერეა “Old Time”-ის მორიგ პროექტს. გალერეა უკვე წლებია, მომხმარებელს არაერთი ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარს სთავაზობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. გვჯერა, ახალი სივრცე მრავალი ახალი და საინტერესო პროექტის საწინდარი გახდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ხელოვნების, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)