|
2022-06-27 10:19:00, 836 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში, ექიმებმა აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფი გადაარჩინეს
ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც ექიმმა ლელა სულაქველიძემ განაცხადა, ნაყოფის დაფიქსირდა გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა. „შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა“,- განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი და დაშავდა ორი. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)