|
2022-06-22 10:43:22, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - სევეროდონეცკში უკრაინელი სამხედროები მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას აკონტროლებენ
ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკში რუს დამპყრობლებთან ბრძოლები უკვე მიმდინარეობს ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას.ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის გუბერნატორი სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისივე თქმით, დამპყრობლები მიიწევენ ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილზე, მასთან ახლოს მდებარე დასახლებები მუდმივი დაბომბვის ქვეშაა. „უაღრესად მძიმე მდგომარეობაა ლუგანსკის ფრონტის მთელ ხაზზე. ვაცხადებთ, რომ ორკები ფართომასშტაბიან შეტევას იწყებენ ჩვენს რეგიონში, მათ დააგროვეს საკმარისი რაოდენობის რეზერვები და დღეს ხანძარია რეგიონის ყველა თავისუფალ დასახლებაში. სევეროდონეცკში ბრძოლები უკვე გრძელდება ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინის ჯარები აკონტროლებენ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას,"- აცხადებს გუბერნატორი. ამასთან, გაიდაიმ დასძინა, რომ უკრაინელი დამცველები არ არიან ალყაში და მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)