|
2022-06-20 14:09:38, 973 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო
მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს იმაზე მეტი მავნებლობა, ვიდრე ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალო. "როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ მართლაც ისტორიულ პროცესში, მართლაც ხომ არ არსებობს. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას და ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ? ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში. დავუშვათ, თეორიულ დაშვებას ვაკეთებ, არათუ სიმართლეზე და ობიექტურ გარემოებებზე, არამედ მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისათვის. და ხელოვნურ დაბრკოლებებზე როდესაც გვაქვს საუბარი, სწორედ ამას ვგულისხმობთ",- განაცხადა მდინარაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)