|
2022-06-18 15:15:28, 1008 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას
ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავთ მათიკაშვილმა „პალიტრანიუსია“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა, პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების. „ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია შედგებოდა ორი ნაწილისგან - ევროპული პერსპექტივა და სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე. ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამვე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები და ევროკავშირის მხრიდან სავსებით ლოგიკური და ახსნადი შემდეგი ნაბიჯი - წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა და პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების. მათ უთხრეს - დღესვე სტატუსი და ამავდროულად შეასრულე ყველა ეს ვალდებულება, საქართველოს უთხრეს - შეასრულე ვალდებულება და გექნება სტატუსი. ამ ალგორითმს გააჩნია თავისი ახსნა, რომელიც მეტნაკლებად ყველაზე უფრო კარგად გადმოგვცა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონიმ თქვა, რომ საქართველო გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად იმყოფება სხვაგან“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)