23:00 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 14:27:16, 1904 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, უკვე მათზეა დამოკიდებული, რა დროში დადგება შედეგი - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროპის კარი ღია არის საქართველოსთვის, უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ მთელი ქვეყანა შეიკრას, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი და გააქტიურდეთ, - ასე უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეკითხვას, როდის მიიღებს კანდიდატის სტატუსს. 

მისი თქმით, თუ რა დროში დადგება შედეგი, დამოკიდებულია იმაზე, რაც უფრო მალე გააკეთებს ქვეყანა იმ პირობებს, რომელიც საჭიროა. 

"პირველ რიგში, მსურს გითხრათ, რომ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი, რომ ევროპის კარი ღია არის საქართველოსთვის. უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ მთელი ქვეყანა შეიკრას, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი და გააქტიურდეთ. ეს თავისმხრივ, თუ რა დროში დადგება შედეგი, რაც უფრო მალე გააკეთებს ქვეყანა ამას, მით უფრო მალე მიღებს კანდიდატობის სტატუსს. ამიტომაც, მათზეა დამოკიდებული",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics