|
2022-06-17 12:00:44, 1110 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა რომში დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რომში დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა. შეხვედრა, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართული მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), საქართველოს და ბულგარეთის ორგანიზებით გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა და მათი პოტენციალის ათვისება. მინისტრის თქმით, მთავრობებს აქვთ სხვადასხვა ბერკეტი, რათა სათანადოდ მოემზადონ დემოგრაფიული ცვლილებისთვის, შექმნან ისეთი საზოგადოებები, სადაც ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებები იქნება გათვალისწინებული. „მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს მოსახლეობის ფონდს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციების განხილვა 2014 წლიდან დავიწყეთ, როდესაც UNECE-ს და UNFPA-ს მხარდაჭერით შემუშავდა დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი.ხანდაზმულთა უფლებებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის პენსიონერებისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსაც კი აფინანსებს. ამ რეფორმამ ხელი შეუწყო სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას. მოქალაქეების დასაქმებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას. ქვეყანას აქვს რამდენიმე სახის საპენსიო სისტემა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები. "ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია მათი პოტენციალის ათვისება ქვეყნის კეთილდღეობისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ხანდაზმულთა უფლებები ინტეგრირებულია საქართველოს ადამიანის უფლებათა განახლებულ, 10-წლიან ეროვნულ სტრატეგიაში. დოკუმენტი უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებების დაცვას, მხარს უჭერს მათ ინტეგრაციას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციაში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)