22:59 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 16:35:16, 849 ნახვა

პოლიტიკა
გურამ გურამიშვილმა PostEurop - ის ეგიდით გამოცემული ქართული მარკების პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო

საფოსტო მარკა წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას. ამიტომ, მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა PostEurop-სოფიციალური ლოგოთი გამოცემული მარკების პრეზენტაციაზე, რომელიც ლადო გუდიაშვილის მუზეუმში გაიმართა.

მისივე თქმით, PostEurop-ს მარკა არის სპეციალური საკონკურსო მარკა, რომელიც გამოიცემა PostEurop-ს ოფიციალურ ლოგოთი (PostEurop-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანით) ყოველწლიურად, 1993 წლიდან PostEurop-ის მიერ შერჩეული თემატური გეგმის მიხედვით.

"წელს PostEurop მარკის თემატიკაა „ამბები და მითები", რომლის შესაბამისად შემუშავებულია და 2 ივნისიდან მიმოქცევაშია 2 საფოსტო მარკა. მასზე დატანილია გამოჩენილი ქართველი ფერმწერის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან" და „ლეგენდა თბილისის დაარსებისა". იმედს ვიტოვებთ, რომ მოიპოვებს შესაბამის აღიარებას  PostEurop-ის კონკურსზე," - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზენტაციის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა" და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს "PostEurop" - ის თემატიკით შექმნილი Europa 2022 - ის საერთაშორისო საკონკურსო მარკის პოპულარიზაციას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ლადო გუდიაშვილის ფონდის თავმჯდომარემ ელისაბედ ლორთქიფანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მარკების გამოცემის უფლებამოსილება აქვთ PostEurop-ის წევრ საფოსტო ოპერატორებს. ყოველწლიურად, აღნიშნული გაერთიანების ორგანიზებით, წევრი ქვეყნების ეროვნული ოპერატორები  გამოსცემენ Europa - ის საკონკურსო მარკას. ქვეყნებს შორის რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საფუძველზე, რომელსაც ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები, მსოფლიო მასშტაბით. ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics