00:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 10:41:06, 938 ნახვა

საზოგადოება
ბოლო წლებში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თაფლის კვლევის კომპონენტი ლაბორატორიებში აქტიურად ინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორთან, ირაკლი გულედანთან ერთად, ამბროლაურის ლაბორატორიაში იმყოფებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ამბროლაურის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს და ლაბორატორიის შესაძლებლობები განიხილეს.

„ჩვენი რეგიონული ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ფუნქციონირება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი კვლევებით მომსახურების უზრუნველსაყოფად, უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თაფლის კვლევის კომპონენტი ლაბორატორიებში აქტიურად ინერგება. ჩვენი ლაბორატორიული ქსელი ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რაც ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და ამბროლაურის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რაჭის რეგიონში, მეწარმეებთან შეხვედრები გადამმუშავებელ საწარმოში „გეო-ფლაუერსი" და თაფლის საწარმოში „რაჭის ნატურალური პროდუქტები" გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics