20:40 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 12:59:33, 843 ნახვა

პოლიტიკა
რიჟვაძე ივანიშვილზე - ყველა რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ბრძოლაში უკან არ დავიხიოთ

როგორც მინიმუმ, ყოველგვარი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან,- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა.

რიჟვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა. როგორც მინიმუმ, ყოველგვარი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და რა თქმა უნდა, ბოლომდე, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრებათ, ყველა ბრძოლაში თვალდახუჭული ვიქნებით ბოლომდე“,- განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რელოზუცია, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნები0“ს დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ემხრობა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics