|
2022-06-13 18:16:41, 1334 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება
გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, საქართველოში ვინარჩუნებთ, ერთი მხრივ, სიმშვიდეს და მეორე მხრივ, მაღალ ნდობას ბიზნესის მხრიდან ჩვენი ეკონომიკის მიმართ, ამის დასტურია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა ფიქსირდება - განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით - მისი ოდენობა 435.7 მლნ. აშშ. დოლარით არის გაზრდილი და და რეკორდულ მაჩვენებელს - 568.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. „ეს მიუთითებს, რომ რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა გვაქვს ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)