01:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 11:52:31, 851 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა

 ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

უწყების ცნობით, მხარეებმა 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია და მის განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო საჭიროებები განიხილეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებს  დოკუმენტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიზნების განხორციელება მოსახლეობისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას მკვეთრად გააუმჯობესებს. 

დოკუმენტი, მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ასახავს. 


შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელი ტიბორ დრასკოვიჩი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი კოლომბ დე მერსი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics