|
2022-06-12 11:11:01, 1232 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - თუ უკრაინის ამოცანაა, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, ამ ამოცანას მიჰყვება ნაცმოძრაობა და ხალხი, ვინც ამ უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი
პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას მიჰყვება როგორც ნაცმოძრაობა, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას პარლამენტის ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ინტერესებში შედის, რასაც ევროპაც მხარს უჭერს. "უკრაინა არის ფარი და ამბობს – მეორე ფრონტი რატომ არ იხსნება? ეს აიტაცა ნაცმოძრაობამ, თუ პირიქითაა, თუ ერთნი არიან და ამბობს, მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ევროკავშირს მთლიანად, როდესაც ასეთი სერიოზული პრეტენზიებია დაყენებული მათ მიმართ რუსეთის მხრიდან. ეს პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას მიჰყვება როგორც ნაცმოძრაობა, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი,"- აცხადებს გია ვოლსკი.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)