19:46 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 18:04:18, 1491 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე ღარიბაშვილზე - ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდათ

ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდათ. - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი.

"ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. მერე რა, თუ არ მოგვცემენო? მართლა ასე ფიქრობთ? საზოგადოებას მივმართავ. ანუ ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო განვითარებული ქვეყანა? მეორე საკითხი, რაც უნდა ვთქვა - ფაქტობრივად, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი". - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics