|
2022-06-09 14:33:22, 928 ნახვა
ეკონომიკა
„ვიონი საქართველო“ ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა
კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. კომპანიის სათაო ოფისი ნიდერლანდებში- ამსტერდამში მდებარეობს და მისი აქციები NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე არის განთავსებული. გარიგების შედეგად, „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი, სრულად ქართული ბიზნესჯგუფი გახდა. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა. სადღეისოდ, „ბილაინის“ მომხმარებელთა რაოდენობა 1.4 მლნ. შეადგენს. კომპანია წამყვანია საქართველოში საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიხედვით, რომელიც 76%-ს შეადგენს და ასევე, პირველ ადგილზეა 4G ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებლითაც - „ბილაინის“ ინტერნეტის მომხმარებელთა 92.5% 4G -ს იყენებს. „სიბიეს ჯგუფის“ მიზანია შექმნას ძლიერი, ქართული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სწორი ინვესტიციისა და გადაწყვეტილებების მეშვეობით, მომხმარებელს შეუქმნის კომფორტს და გაუწევს მეგზურობას ციფრულ სამყაროში. ორგანიზაციის პრიორიტეტი კვლავ იქნება ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვა, რომლებიც რეალურად დაეხმარება ადამიანებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაში და დასახული მიზნების სწრაფად და ეფექტურად მიღწევაში“, განაცხადეს „სიბიეს ჯგუფში“. „კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, დაიგეგმება ბრენდის ცვლილებაც, რაც გულისხმობს ახალი სახელწოდებით ოპერირებასა და ბრენდის იდენტობის განახლებას“. „ბევრი საინტერესო და შორსმიმავალი გეგმა გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ იმას, რისთვისაც მომხმარებელს „ბილაინი“ უყვარს და მას ირჩევს. ეს არის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტის მიწოდება, 4G ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და გავრცელება, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და სიმარტივე. ჩვენს გამოცდილ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშობას ქსელის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე და ციფრული ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებაზე“, თქვა ლაშა ტაბიძემ, ბილაინის გენერალურმა დირექტორმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)