02:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 14:16:49, 1041 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - unwto სესიაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებისთვის

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 116-ე სხდომაზე  საქართველო საბჭოს წევრი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. სესიას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ ჯედაში იმართება,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებიან.

ღონისძიებაზე  საერთაშორისო ტურიზმში არსებული ტენდეციები და სექტორის მდგრად აღდგენაზე ორიენტირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.

"გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 116-ე საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა  წევრი ქვეყნის სტატუსით ძალიან  მნიშვნელოვანია. რადგან ამ პლატფორმიდან გვეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ისეთი საკითხების გადაჭრასა და გადაწყვეტილების მიღებაში,  რომელიც გლობალურად ტურიზმის აღდგენის დინამიკას აუმჯობესებს. რა თქმა უნდა ეს დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება და აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ტარდება საუდის არაბეთში, რომელიც გამორჩეულად მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანაა ჩვენი ქვეყნისთვის"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

სესიის ფარგლებში გაიმართა თემატური სადისკუსიო პანელები და ორმხრივი შეხვედრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics