16:08 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 18:07:33, 1049 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - „ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა იგეგმება

პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვა გავრცელდეს პარლამენტარებზეც.

"პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა. რამდენიმე პირის დაშვება ვითხოვეთ და მათ შორის ვითხოვეთ საფუძვლები სამართლებრივი და მოწესრიგების წესი, ამ წერილის პასუხად გამოგვეგზავნა იმავე დღეს, როგორც ჩანს ეს პასუხი. საბოლოო მიზანი არ ვიცი, თუმცა რისკი რასაც ვხედავთ არის, შესაძლებელია უკავშირდებოდეს და საფუძველი მზადდებოდეს მნახველების დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვა გავრცელდეს პარლამენტარებზეც". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics