03:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 12:11:08, 1041 ნახვა

საზოგადოება
ისტორიაში პირველად, მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრები იღებს

პირველად საქართველოს ისტორიაში, მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ტურნირი კოშიცეში, სლოვაკეთში ა/წ 4-11 ივნისს ტარდება და მასში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. 

ეროვნული ნაკრები შეირჩა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენებით, მათ შორის ძირითადი ბირთვი FC PSP-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამჟამად მიმდინარე ფუტსალის პროფესიონალური ლიგის ოთხეულში არიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე ეროვნული ლიგის გამორჩეული მწვრთელი ბესარიონ არველაძე, ამასთან PSP-ს გუნდის მწვრთნელია. 

საქართველოს ნაკრები С ჯგუფშია განთავსებული და თავის პირველ თამაშს მონტენეგროსთან 5 ივნისს ითამაშებს 13:45სთ-ზე თბილისის დროით. ტურნირი 24 ქვეყანაში გადიცემა პირდაპირი ტრანსლაციით, მათ შორის საქართველოში, სილქზე (SilkUniversal). 

ევროპის ჩემიპონატი 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს წარმოადგენს.  
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია PSP, რომელიც საკუთარი საფეხბურთო გუნდით ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი და პოპულარიზატორია. 


 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics