13:12 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 11:53:38, 988 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჯიუტად ვიმეორებ, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას, მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი

,,თქვენ და პირადად თქვენ არ გულისხმობთ, ტელევიზიას და პარტიას ვგულისხმობ, განაგრძობთ ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ ამერიკის საელჩოში ვიღაცეები იყვნენ ჩართულნი რაღაც დანაშაულებრივ ქმედებაში - დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,მთვარის’’  ამერიკაში მოსამართლეების ტრენინგზე დასწრების შესახებ დასმულ შეკითხვას. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას, რადგან ჯეფერსონის სამშობლოში კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. 

,,ამას თქვენ ჯიუტად ავრცელებთ,  იმეორებთ ერთი და იგივე გზავნილს. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთი და იგივე, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას. იმიტომ, რომ ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან, რა თმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. თქვენ აგრძელებთ ჯიუტად, იმის მტკიცებას, რომ ასეთი რამ იკადრა ამერიკის საელჩოში ვიღაცამ და მე ჯიუტად ვაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ ამას, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა. ახლა, თქვენთვის მომინდია, იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებელი ამ ქვეყანაში,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics