21:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 18:50:47, 1699 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ი.კ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს,  შურისძიების მოტივით რ.მ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ი.კ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს,  შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით რ.მ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რომელიც, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანების მიღების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა”,- აღნიშNულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა  ბრალდებული 27 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics