|
2022-05-27 17:03:45, 1618 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 ათასამდე ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა. პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 200 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, მათ შორის 17 ათასზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 3,480,345 ლარს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 1,157,644 ლარი. პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიეთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)