04:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 21:49:34, 1799 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - ქვეყანას სასწრაფოდ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა სჭირდება

ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მრავალჯერადი გაშვების სარაკეტოს სისტემის ფლობით მოიპოვებს არაერთ წარმატებას.

" ოთხი ასო, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას შემდეგში: მოიგერიოს რუსეთის შეტევა დონბასში, ჩაშალოს რუსეთის გეგმები ხერსონის ანექსიის შესახებ, შეაჩეროს რუსეთის მიერ წამება, გაუპატიურება და ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შევძლოთ ექსპორტის განბლოკვა და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილება. ეს ოთხი ასოა: MLRS- მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა" . - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics