08:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 15:16:03, 1204 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დელეგაცია ნატო-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია ნატოს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების ინფორმირებას საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ხაზგასმით დადასტურდა სფეროს ტრანსფორმირებისა და მის ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის საკითხში საქართველოსადმი მხარდაჭერა.

ნატო-ს მხრიდან ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP).

ალიანსის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics