02:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-22 11:25:46, 1635 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის დამაკავშირებელი ხიდი მეორედ გაანადგურეს

რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს საავტომობილო ხიდი უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერხი გაიდაიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები ამ ხიდს უკვე მეორედ ანადგურებენ.

"2014 წლის ივლისში, ლისიჩანსკის განთავისუფლების დროს, ბოევიკებმა უკანდახევის დროს ააფეთქეს ხიდი. მას შემდეგ ორ 100000-იან ქალაქს შორის კომუნიკაცია გართულდა", - წერს გაიდაი.

მისი თქმით, ხიდის რესტავრაცია 2016 წელს განხორციელდა.

"დღეს ისტორია განმეორდა. ქალაქებს შორის კომუნიკაცია არსებობს", - განაცხადა გაიდაიმ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics