|
2022-05-21 10:35:48, 2029 ნახვა
ეკონომიკა
Reuters- გერმანია და იტალია რუსული გაზის საფასურს რუბლში გადაიხდიან
გერმანიისა და იტალიის ხელისუფლებამ თავის კომპანიებს უთხრეს, რომ შეუძლიათ გახსნან რუბლის ანგარიშები, რათა განაგრძონ რუსული გაზის გადახდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის გარეშე. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოსთან თანამოსაუბრეების თქმით, ბერლინმა შეატყობინა გერმანელ იმპორტიორებს, რომ მათ შეუძლიათ რუბლის ანგარიშების გახსნა იმ პირობით, რომ გაზპრომბანკში გადახდები განხორციელდება უცხოურ ვალუტაში. გერმანიის ხელისუფლება "მოქმედებდა ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით". იტალიის მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს კონსულტაციები ევროკომისიასთან და მიიღეს განმარტებები „ლეგალურად როგორ იყიდოს რუსული გაზი“, წერს სააგენტო. ეს მოხდა მანამ, სანამ იტალიურმა ენერგეტიკული კომპანია Eni-მ სამშაბათს განაცხადა, რომ დაიწყო გაზპრომბანკში ორი საკონტროლო ანგარიშის გახსნის პროცესი - ევროში და რუბლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)