09:13 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 23:51:37, 1424 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. - განაცხადა " ქართული ოცნების " თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, გათვლა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებას მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა

,,რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. აქ არის ძალიან მარტივი გათვლა, გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა. ამ არეულობაში მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედთან’’ საუბრის დროს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის სურვილია საქართველოს ომში ჩართა, თუმცა ამ გათვლას აღსრულება არ უწერია.

,,ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული.’’ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics