08:13 - 02 Aug, 2026
|
2022-05-18 15:45:44, 822 ნახვა
პოლიტიკა
მუხიანის 4 ა მიკრორაიონის N17 კორპუსთან გზის საფარი მოეწყო
4 ა მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ გზის საფარის მოწესრიგება დაასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, უკანონო შემოღობვები მოხსნა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კი ტერიტორია დაასუფთავეს, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური. აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობის მიერ უკანონოდ იყო შემოღობილი, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობა უკანონო შემოღობვის გამო გართულდა. მსგავსი ტიპის შემოღობვები არა მხოლოდ ამახინჯებს უბნის იერსახეს, არამედ, საფრთხეს უქმნის სახანძრო უსაფრთხოებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)