11:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 11:35:34, 1015 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია ლაქტაციის შესახებ საინფორმაციო გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო

ლაქტაცია, ძუძუთი კვების ხელშეწყობა და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნები - ამ თემებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, ღონისძიებაზე ახალი საინფორმაციო ბროშურა წარადგინეს, სადაც საუბარია ძუძუთი კვების ხელშეწყობასა და ლაქტაციის დროს დედის კვებაზე. გამოცემის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ძუძუთი კვების მნიშვნელობა. 
შეხვედრაზე ასევე მოეწყო 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნების გამოფენა. 
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: პედიატრები, ნეონატოლოგები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები, პედიატრთა აკადემიის, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics