|
2022-05-18 10:56:29, 1016 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი კაპიტალი“ 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის, 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ყოველკვარტალურად, ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების შესაფასებლად მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევას ატარებს და ფინანსური ბაზრის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული პროგნოზების აგრეგირებულ შედეგებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში აქვეყნებს. „ამავდროულად, ყოველი წლის მეორე კვარტალში, მას შემდგომ, რაც წინა წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების სტატისტიკა ცნობილი ხდება, ეროვნული ბანკი თითოეული ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროგნოზების სიზუსტეს აფასებს მათ მიერ კვარტალურად მოწოდებული პროგნოზირებული სიდიდეების ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან გადახრების მიხედვით. 2021 წლის მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევის შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან საშუალოდ ყველაზე მცირე გადახრით თიბისი კაპიტალის მიერ მოწოდებული პროგნოზები გამოირჩეოდა. ამის შესახებ მიმდინარე წლის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიც აღინიშნა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი განმარტავს, „თიბისი“ კაპიტალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის შეფასება. „ხშირად ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ანალიტიკა და პროგნოზები პრაქტიკულად გამოყენებადი იყოს იმისთვის, რომ ბიზნესებსა და ზოგადად - მოსახლეობას, სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ“, - აღნიშნავს ოთარ ნადარაია.
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)