|
2022-05-18 10:55:52, 1207 ნახვა
საზოგადოება
GITA-ს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის ბოლო ეტაპზე მიღება დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამის ბოლო ეტაპზე მიღება დაიწყო. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, 17 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე 45 მიმართულებით (Game Development, Cisco, Cloud Service, Virtualization, Baაck-end Development, Cyber Security, Blockchain, CAD/CAM/CAE, IT Service Management, AI და სხვა) და სასურველი კურსი სრულიად უფასოდ გაიაროს. „გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს „პროდაქტ მენეჯმენტსა“ და „ფრილანსერობაში“, რათა შეიძინოს საჭირო უნარები და შეძლოს, იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს რეალურ პროექტებზე მუშაობას, კურსს უძღვებიან უცხოელი ტრენერები. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის 1-2 ეტაპის სტატისტიკა ასეთია: 1500+ უკვე გადამზადებული სპეციალისტი; 6202 აპლიკანტი; 12 322 შევსებული აპლიკაცია; 98% კმაყოფილების დონე; 70% საერთაშორისოდ სერტიფიცირებული სპეციალისტი; 86% დადებითი გავლენა კურსდამთავრებულებზე; 55% კურსდამთავრებულების შემოსავლის ზრდა. ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად. თბილისის კომუნიკაციის სკოლა (Commschool) ჩართული იქნება მონაწილეთა შერჩევის, მხარდაჭერისა და კურსების მენეჯმენტის ნაწილში, ისევე როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში. 3000 IT სპეციალისტის უფასოდ გადამზადების ბოლო ეტაპზე 1500-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. ტრენინგზე რეგისტრაციას ნებისმიერი მსურველი 5 ივნისამდე შეძლებს ვებ- გვერდზე: www.ict.gov.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)