|
2022-05-17 14:20:37, 1173 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთი გვარამიას დაკავებაზე - გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებაზე
პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავების გამო,- პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში. "პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო. გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“,- ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)