|
2022-05-16 12:15:23, 1152 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე გვარამიას დაკავებაზე - „ნაცმოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის დაპატიმრებას ეხმიანება და აცხადეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. მისი თქმით, არ არის გასაკვირი, რომ პირები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ", - განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)