|
2022-05-13 23:09:05, 1379 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, რუსული დეზინფორმაცია - ნიკა მელია პროპაგანდას ავრცელებს
,,ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად ანტიდეზინფორმაციულ ვებგვერდზე ნახავთ. ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებას ეს ინფორმაცია აქვთ ოფიციალურად აღიარებული და გამოაშკარავებული, როგორც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომელიც ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამაზე მეტი რუსული პროპაგანდა რა უნდა გაატაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ?” - არ ვიცი,’’- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მის სტაბილურ ამომრჩეველს უკავშირდება. სწორედ, ამის შედეგია ის მარცხი, რასაც პარტია ყველა არჩევნებზე განიცდის. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომ მას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც არც იკლებს და არც მატულობს. იმიტომ, რომ გარკვეული ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიმართ, მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ არც ემატებათ და არც აკლდებათ ამომრჩეველი ნიშნავს იმას, რომ მათი ქცევა არასწორია. მათ არანაირი შეთავაზება არ აქვთ მოსახლეობის მიმართ გარდა დესტრუქციისა, რევანშისა და სწორედ, რევანშის მომხრეები ჰყავთ ამომრჩევლებად, სტაბილურად, 2012 წლიდან. რევანში, რომ ვერ შედგება ამ რაოდენობის მომხრეებით, ესეც ნათელია. ამ იმედგაცრუებას „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ყოველ ჯერზე იგრძნობს,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)