|
2022-05-12 21:33:55, 1497 ნახვა
პოლიტიკა
საპატრიარქო- გულისტკივილს იწვევს საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს
17 მაისს პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, - მშვიდობისადმი . - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს. მათივე თქმით, გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ომი საშინელებაა. „17 მაისს პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, - მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას".- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)