20:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 19:14:41, 1724 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - არის ერთი მცნება მაინც, რომელსაც რუსეთი არ დაარღვევს

არ მოკლა, არ მოიპარო, არ მოიტყუო, არ გშურდეს, თავს კერპად ნუ აქცევ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, არის ერთი მცნება მაინც, რომელსაც რუსეთი არ დაარღვევს ? ეს კითხვა უნდა დავსვათ ყველამ.

"არ მოკლა, არ მოიპარო, არ მოიტყუო, არ გშურდეს, თავს კერპად ნუ აქცევ, არ ისურვო შენი მეზობლის სახლი. "რუსული სამყაროს" იდეოლოგები ქრისტიანობას მიმართავენ. მაგრამ არის ერთი მცნება მაინც, რომელსაც რუსეთი არ დაარღვევს? დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვა — ძალიან მარტივი ტესტი იმისა, თუ ვინ არის კარგი ამ ომში." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics