18:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 17:28:29, 1713 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრიანის დასახმარებლად ძველ საბჭოთა სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს

დიდი ბრიტანეთი საბჭოთა და რუსული წარმოების თავდაცვით აღჭურვილობას ყიდულობს , რათა უკრაინელებს მათ რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაეხმაროს. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი ავრცელებს.

მისივე თქმით, 23 ქვეყანას აქვს რუსული აღჭურვილობის მარაგი.

" ვყიდულობთ საბჭოთა და რუსული წარმოების თავდაცვით აღჭურვილობას, რათა უკრაინელებს დავეხმაროთ რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში. თუ ნამდვილად გინდათ, რომ ხვალ დილით ეს უკრაინელებს მიაწვდინოთ, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა... იპოვონ ის, რაზეც ივარჯიშებენ, იპოვონ ის, რაც მათ სჭირდებათ" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics