|
2022-05-11 18:59:59, 1426 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება
ზურაბ აზარაშვილი - მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება „დღეს ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც არასდროს ყველაზე ახლოს დგას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან. ამ დრომდე ჩვენი სამინისტროსთვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღირებული საქმიანობა დეტალურად იქნა აღწერილი ევროკავშირის მიერ მოწოდებულ კითხვარზე გაცემულ პასუხებში“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას. „2022 წელს დაგეგმილია ქსოვილების, ორგანოების და უჯრედების ტრანსპლანტაციის შესახებ კანონპროექტის დასრულება და პარლამენტში წარდგენა, რომელიც ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადდა და შეიქმნა უცხოელი ექსპერტების დახმარებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ტრანსპლანტაციის მთლიანი სისტემა შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის დირექტივებთან. „აღსანიშნავია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერების მიმართულებაც, რომელიც ასევე ერთ-ერთია ევროდირექტივებს შორის. ჯანდაცვის სამინისტრომ, საფრანგეთის ტექნიკური დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით, მოამზადა 2022-2030 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ავადობისა და შრომის უნარის შეზღუდვის ტვირთის შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს უწყვეტი, ერთწლიანი მუშაობის შედეგად, 2 მაისს დამტკიცდა საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ასახავს მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას ქვეყანაში და განსაზღვრავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით. სტრატეგიის დოკუმენტი სრულად ასახავს ევროასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)