|
2022-05-11 17:11:16, 1182 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - მაისის ბოლომდე, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა
„მაისის ბოლომდე ჩვენ მომწოდებლებისგან მივიღებთ CGM (Continuous Glucose Monitoring) სისტემების პირველ შეკვეთას. შედეგად დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიაბეტის ეფექტური და უმტკივნეულო მართვისთვის“, - აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც უწყებას, დიაბეტის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მოხდება დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაც. „პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით სერვისების მიმწოდებლები წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. სულ მალე, დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში.“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)