|
2022-05-10 18:38:54, 1168 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულში საუდის არაბეთიდან უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დღეს საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მარიამ ქვრივიშვილმა და ამერ ომარ ამერმა შეხვედრაზე მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც დაესწრო. როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ტურისტებისთვის, რაც განაპირობებს ვიზიტორების ზრდას წლიდან წლამდე. ამასთან, ორივე მხარის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საუდის არაბეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ესტუმრება, რომლებიც მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან. „მოლოდინი გავქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი წლევანდელ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში და ჯამში ზაფხული სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისის და ბათუმის მიმართულებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. გარდა ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოსი, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ოთხსეზონურობით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახური დასვენებისთვის და სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში ტურიზმის დინამიკა. მისივე თქმით, საუდის არაბეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყნაა, საიდანაც შემოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)