|
2022-05-09 21:15:07, 1286 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის სახალხო დამცველი - ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში
ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს იმგვარ კლინიკაში გადაყვანას, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. "ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ვაკვირდებით სიტუაციას და უშუალოდ კონტაქტზე ვართ ჩვენს მოქალაქესთან",-განაცხადა ლუდმილა დენისოვამ ფორმულასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა და საჭიროებს დროულ და ადეკვატურ მკურნალობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)