|
2022-05-08 22:31:50, 1285 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის
უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით, მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მისივე თქმით, თითოეული განცხადება, რასაც უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ, ემსახურება იმას, რომ საქართველო როგორმე ომში ჩაითრიონ. „ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ არის ტრადიციული საუკუნოვანი მეგობრობა ხალხებს, ქვეყნებს შორის და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს ასახული ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის სამწუხარო მოვლენა და რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)